პიანისტი და ტელეწამყვანი, თათია შარანგია, რომელიც გადაცემა „სთორის“ მეშვეობით ცნობილი ადამიანების ცხოვრებაზე გვიყვება,
ამჯერად, საკუთარი ცხოვრების „სთორის“ გადაცემას „ნიკოლოზის კითხვები“ უზიარებს.
ანონსი გადაცემის ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე ვრცელდება.
„იცი, როგორი დღეები მქონია? მაგიდაზე დავდებდი თავს და საერთოდ, არაფერი მინდოდა. დავიკარგე, ვეღარ ვხვდებოდი როგორ გამეგრძელებინა ცხოვრება..
[ედუარდი] არ მინდოდა მომეტყუებინა, მაშინ უნდა მეთქვა.. არ იცოდა, ედუარდი ისე გარდაიცვალა, რომ არ იცოდა, რომ ჩვენ ერთად აღარ ვიყავით.. როცა განვქორწინდით, ფსიქოლოგი დამჭირდა..“