ტელესახე და პიანისტი, თათია შარანგია შვილთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ დღეს მისი დაბადების დღეა.
„დღეს ის დღეა, როცა დედა გავხდი.. 12 წლის წინ, 26 აპრილს – ედუ გავაჩინე. ადრე მიმაჩნდა, რომ სიტყვებით შემეძლო გამომეხატა ის განცდა, რაც ამ დღემ მაჩუქა. ახლა ვხვდები, სიჩუმით მეტად გამოვხატავ. შენთვის კეთილი სურვილების კოსმოსში გზავნა, შენი უამრავი მოფერება, შენთან მეგობრობა არის ის უპირობო სიყვარული, რაც მე შენთან მაკავშირებს. რადგან არ არსებობს სიტყვა, წინადადება, რაც ოდნავ მაინც შეძლებს გამოხატოს ის წარმოუდგენელი ბედნიერება, რაც შენი დაბადებით მომანიჭე!
სამყაროს ცენტრი ხარ, ედუ. გილოცავ დაბადების დღეს, ჩემო ოცნების პრინცო!“
თათია შარანგიას ვაჟი საქართველოს მეორე პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის შვილთაშვილია.