თათია დოლიძის მეუღლე საკუთარი სტატუსის კვალდაკვალ მეორე განცხადებას აქვეყნებს. შეგახსენებთ, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ წინა განცხადებაში მან აღნიშნა, – „ყველა იმ გარეწარს ვინც ემუქრება ჩემს ოჯახს და იკადრა ჩემს მეუღლეზე ეს ენით აუღწერელი სიბინძურის დაწერა!!!!!
ძალიან მალე გაირკვევა სიმართლე და არც ერთს არ შეგრჩებათ!!! სიტყვები არ მყოფნის, რა უნდა დავუძახო თქვენს საქციელს, ქვეყნის დამქცევი ნაბიჭვრები ხართ…
რაც შეეხება “ლიბერალიზმის მამებს”, შეწყვიტეთ ვითომდა სოლიდარობის გამოცხადება, ამის მორალური უფლებაც კი არ გაქვთ. თქვენ იმათ გამოუცხადეთ სოლიდარობა ვისი ოჯახებიც მიწასთან გაასწორებული გყავდათ წლების მანძილზე“.
როგორც ჩანს, მას თავისი მოსაზრებების კიდევ ერთხელ გავრცობამ მოუწია, რადგან ზოგიერთი ადამიანი მას დაუპირისპირდა.
ვაკომ თავისი პოზიცია განმარტა:
„ჩემმა მეუღლემ თავისი სტატუსით “ლუსტრაციის” პროცესი წამოიწყო, ხოლო მე ჩემი სტატუსით ჩემდა უნებურად ეს “ლუსტრაციის” პროცესი გავაგრძელე. პოლიტიკური კულტურა, რა თქმა უნდა, საქართველოში ან არ გვაქვს ან ძალიან დასახვეწია. კიდევ ბევრი გამოაშკარავებს თავს ამ პროცესში, ასე ჩანს.
ყველასთვის გასაგები იყო, რომ მე პოლიტიკურ პარტიას მივმართე და არავითარ შემთხვევაში არასამთავრობოებს ან ქალებს, ან სხვა საღად მოაზროვნე ადამიანებს, რომლებმაც ჩემს მეუღლეს სოლიდარობა გამოუცხადეს. ლიბერალიზმის მამებიც ბრჭყალებში დავწერე სწორედ იმიტომ, რომ ლიბერალურ ღირებულებებს ვერ ვხედავ მოძალადე ადამიანებში, როგორებადაც მე მიმაჩნია კონკრეტული პარტია, თორემ ადამიანის პირადი თავისუფლების პირველი ქომაგი თავად ვარ.
იმათ კი, ვინც ჩემი განცხადება ჩემი მეუღლის მიმართ უნდობლობად შერაცხეთ, ამაზე კომენტარიც კი ზედმეტია. სტატუსის მეორე ნაწილმა შეგაწუხათ და პირველს მოსდექით სექსიზმის და ღრუზინობის ძახილით. სატელევიზიო აღიარებებამდე ეს ადამიანები უარყოფდნენ ამ მინაწერების ავტორობას და მე აღვნიშნე, რომ სიმართლე გაირკვევა და სამართალიც მოჰყვება სიმართლეს. ჩემი ოჯახის ასეთი შეურაცხყოფა და მუქარა არცერთ გარეწარს არ შერჩება. მე პატივს ვცემ თათიას გადაწყვეტილებას, რომ ეს საკითხი ისე მოაგვაროს, როგორც თვითონ ჩათვალა საჭიროდ და მის გვერდში ვარ.
საბედნიეროდ, ბევრია ისეთი ადამიანი საქართველოში (თუნდაც ის ახალგაზრდები, ვის გვერდითაც იდგა თათია ოკუპაციის ხაზთან), რომ ჩემს სტატუსს თავის თავზე არ მიიღებდა და სწორედ ეს ადამიანები არიან საქართველოს მომავალი და არა თქვენ – “ქართველთა მარშის” ის ორგანიზატორები, ვინც ჩემს ცოლს შეურაცხყოფას აყენებთ, ან ფსევდოლიბერალები, რომლებიც მხოლოდ იმ ძალადობას გმობთ, რომელიც თქვენს პარტიულ ინტერესებს ეხმიანება და სხვას დღემდე აპრავებთ, ან როგორც მინიმუმ – არ გმობთ.
სამწუხაროდ, ჩემი მეუღლისგან შორს ვიმყოფები და აქედან რთულია, ყველაფრისთვის თვალის დევნება. არც ქალთა მარშის შესახებ მქონდა ინფორმაცია, თორემ გაგამხნევებდით, ძვირფასო ქალბატონებო, ძალიან რომ გეწყინათ ჩემი უყურადღებობა. ბევრი ქალი ვიცი ჩემი მეუღლის თამადობით, რომელიც ბევრ კაცზე უფრო ვაჟკაცია! ის, რომ ორივე მხარე დამიპირისპირდა, იმის კარგი მაჩვენებელია, რომ სწორ პოზიციაზე ვდგავარ.
P.S. ისწავლეთ კრიტიკის მიღება. კლავიატურშიკობა კი ჩემი საქმე არ არის. ეს თქვენი თვითდამკვიდრების პრაქტიკა ყოფილა“.