LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თათია დოლიძის გამოკითხვა დასრულდა

99

თათია დოლიძემ პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობა ცოტა ხნის წინ დატოვა. მისი გამოკითხვა დაახლოებით, 6 საათს გაგრძელდა.

შენობიდან გამოსვლისას დოლიძემ ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეტა, როგორც მან აღნიშნა “გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე”.

თათია დოლიძის მიმართ სოციალური ქსელით გავრცელებული სავარაუდო მუქარის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

როგორც შსს-ში აცხადებენ, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს მუქარას და ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით – ვადით  120-დან 180-მდე საათით ან გამასწორებელი სამუშაოთი – ვადით ერთ წლამდე, ან და თავისუფლების აღკვეთით – ვადით ერთ წლამდე.

საქმე ეხება „ქართული მარშის“ აქციის მონაწილეების სახელით თათია დოლიძის ერთ-ერთ სტატუსზე დაწერილ მუქარებსა და შეურაცხმყოფელ კომენტარებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები