LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თათია დოლიძე ტიმურ ცხურბატთან გადაღებული ფოტოს შესახებ: „დაინტერესდით და გაიგეთ, რატომ ვიცნობ ტიმურს…“

125

თათია დოლიძე აქვეყნებს ვრცელ სტატუსს, სადაც საუბრობს იმ ფოტოს შესახებ, რომელიც ინტერნეტში გაავრცელეს და სადაც ის ტიმურ ცხურბატთან ერთად არის გამოსახული. როგორც ცოტნე გამსახურდია აღნიშნავს: „როგორ “მამა-შვილურად” არის ხელგადახვეული ქართველების მკვლელ ოს სეპარატისტთან ეს ლაწირაკი გოგოშკა, რომელმაც ასეთი ალიაქოთი დააყენა… სრულიად ლიბერასტია უზეაღმატებულეს ხარისხში მოიხსენებს მას, ხოლო ჩვენმა ყვითელმა, შარდისფერმა მედიამ უკვე შერაცხა “წარმატებულ ქართველ პოლიტიკოსად” მხოლოდ იმ დამსახურებისთვის, რომ ინგლისურად რამდენიმე წუთი ილაპარაკა…“

თათია ამ ფოტოს გარშემო ატეხილ ალიაქოთს ამგვარად პასუხობს:

„ჩემი და ტიმურ ცხურბატის ფოტოს ავრცელებენ, ტექსტით, რომ მოღალატე ვარ, თითქოს ეს ფოტო თავად ჩემი გამოქვეყნებული არ იყოს ფბ-ზე.

სასაცილოა ეს ცილისწამება უკვე 🙂

რადგან გაინტერესებთ, გიპასუხებთ, რომ მე ვარ ქართველებსა და ოსებს შორის ნდობის აღდგენის პროცესის ერთ-ერთი მონაწილე, გაეროს განვითარების ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში “team of trust” . ტიმური არის ოსი, სურს ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა და ნაბრძოლია ქართველების წინააღმდეგ, თუმცა დღეს ამბობს, რომ მას ომი არ უნდა და ნდობის აღდგენის პროცესშია ჩართული. იგი დღეს არის ახალგაზრდა ოსების დელეგაციის უფროსი. თუ დაწვრილებით გაინტერესებთ ჩვენი ამ პროექტის შესახებ, ბმულსაც გაგიზიარებთ. სანამ რამეს იტყოდეთ, ინფორმაცია გადაამოწმეთ ხოლმე. საჯაროა ხომ ეს ყველაფერი? დაინტერესდით და გაიგებთ, რატომ ვიცნობ ტიმურს და რა ურთიერთობა მაქვს – უბრალოდ, არ გაწყობთ, რომ გაიგოთ, რომ ყველგან საქართველოს ინტერესებს ვიცავ და ქვეყნის ღირსეული შვილი ვარ. თქვენ ამის საპირისპირო ინფორმაცია გაწყობთ, მაგრამ თქვენდა საუბედუროდ, ასეთი არ არსებობს“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები