LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თათა გიორგობიანი: „რადგან კონსტანტინემ საჭიროდ ჩათვალა, რომ თამამად განეცხადებინა, ეს გოგო ჩემიაო, ესე იგი, ასე იყო საჭირო…“

1065
თათა გიორგობიანი

მომღერალი თათა გიორგობიანი დაინიშნა. მისი რჩეული კონსტანტინე მოსიძეა. კონსტანტინემ საყვარელი ქალისთვის ხელის თხოვნა კამერების წინ გადაწყვიტა და საზოგადოებამაც სწორედ აქედან გაიგო წყვილის სიყვარულის შესახებ. თათა გიორგობიანმა ჟურნალ „თბილისელების“ შეკითხვებს უპასუხა. 

თათა გიორგობიანი: ჩემთვის ეს დიდი სიურპრიზი იყო. საკმაოდ დიდი ხანია, ჩვენ ერთად ვართ, მაგრამ გადაწყვეტილი გვქონდა, რომ ეს არ გაგვესაჯაროებინა. პირად ცხოვრებაზე საუბარი არცერთს არ გვიყვარს. თუმცა, რატომღაც, ასეთი სიურპრიზი გამიკეთეს, ძალიან კარგი და სასიამოვნო სიურპრიზი. თურმე, მთელმა კოლექტივმა იცოდა, რომ კონსტანტინეს ჩემთვის ხელი უნდა ეთხოვა. ჩემთვის კი ნამდვილად მოულოდნელი იყო. ამიტომ, თავიდან ცოტა გაურკვეველი რეაქცია მქონდა. ვერ წარმოვიდგინე, რომ მაინც გადაწყვიტა, სახალხოდ ეთხოვა ხელი (იცინის). ყველაფერი ძალიან ლამაზი და საყვარელი გამოვიდა. რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდა, მაგრამ მაინც მგონია, რომ რაც ნაკლები თვალი უყურებს ურთიერთობას, მით უფრო კარგია. როგორც შოთა რუსთაველმა დაგვიბარა, სიყვარულსა მალვა უნდა, ვითა ცხენსა ნაპარავსაო და მინდა, ისევ ასე გავაგრძელოთ (იცინის). ორივეს აზრი ასეთია. გვირჩევნია, რომ პირადი პირადად დარჩეს. თუმცა, რადგან კონსტანტინემ საჭიროდ ჩათვალა, რომ თამამად განეცხადებინა, ეს გოგო ჩემიაო, ესე იგი, ასე იყო საჭირო (იცინის).
დიდი ხანია, ერთად ხართ?

კი, დიდი ხანია და ეს ადამიანი ყველა სიტუაციაში გვერდით მედგა. ხან ერთი ჭორი გავრცელდა ჩემ შესახებ, ხან – მეორე. ხომ იცით, ცნობადი სახის ირგვლივ ყოველთვის არის მსგავსი ხმები და მეც ხან ვინ გამირიგეს, ხან ვისთან დამაწყვილეს. ასეთ ამბებზე ერთად ვხალისობდით. უპირველეს ყოვლისა, ჩვენს შორის დიდი სიყვარული და ნდობა რომ არ იყოს, თვითონაც რომ ძლიერი და თავდაჯერებული ადამიანი არ იყოს, ბუნებრივია, პრობლემები გაჩნდებოდა. ძალიან მაბედნიერებს ის, რომ ჩემ გვერდით არის ძალიან ძლიერი, განათლებული ადამიანი, კარგი ოჯახის შვილი, ზრდილი, სამართლიანი პიროვნება, რომლის იმედიც ნებისმიერ სიტუაციაში მაქვს. ალბათ, ეს არის ზუსტად ისეთი ადამიანი, როგორიც ცნობადმა სახემ შეიძლება, ინატროს, გვერდით ჰყავდეთ. ყველა ინფორმაციას აბსოლუტურად ჯანსაღად ხვდება, სხვანაირად ერთმანეთის გვერდით ვერ ვიქნებოდით.

ინტერვიუ ვრცლად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები