LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

TasteAtlas-ი ნიგვზიანი ბადრიჯნის შესახებ აქვეყნებს ინფორმაციას

150
ნიგვზიანი ბადრიჯანი

მსოფლიო კულინარიის ონლაინ გიდმა TasteAtlas, რომელიც ტრადიციული კერძების პოპულარიზაცია ეწევა, ფეისბუკის საკუთარ გვერდზე ნიგვზიანი ბადრიჯნის ფოტო გამოაქვეყნა.  

თანმხლებ ტექსტში ვკითხულობთ:

„ნიგვზიანი ბადრიჯანი ქართული კერძია. შემწვარი ბადრიჯნის მცირე ზომის რულეტებში სუნელებით, ნივრითა და ქინძით შეკმაზული გატარებული ნიგოზი თავსდება. სუფრაზე მიტანამდე რულეტები ბროწეულის მარცვლებით ფორმდება“.

TasteAtlas-ი ფოტოს ქართული პოპულარული კერძების რეიტინგსაც ურთავს და აღნიშნავს, რომ ვებგვერდის მომხმარებლებმა ნიგვზიან ბადრიჯანს 4.3 ქულა მიანიჭეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები