LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თასიც დინამოსია: ზედიზედ მეოთხედ და სულ 13 (ვიდეო)

87

თბილისის ”დინამომ” საქართველოს თასი მოიგო და დუბლი შეასრულა: ჩემპიონობას თასიც მიაყოლა.
დავით ყიფიანის თასის ფინალი ქუთაისში რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გაიმართა.

ერთმანეთს თბილისის „დინამო“ და ბოლნისის „სიონი“ შეხვდნენ. მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და დინამოელთა გამარჯვებით, 1:0 დასრულდა. შეხვედრის ერთადერთი გოლი 29-ე წუთზე ვახტანგ ჭანტურიშვილმა გაიტანა. თბილისელთა ნახევარმცველმა ბურთი საჯარიმოს მისადგომებთან მიიღო და ეფექტური მოჭრილი დარტყმით ცხრიანში გადაგზავნა.

დარჩენილ დროში გუნდები ბევრს ეცადნენ, ორივე კართან რამდენიმე სახიფათო მომენტი შეიქმნა, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა. თბილისის „დინამომ“ საქართველოს თასი ზედიზედ მეოთხედ, საერთო ჯამში კი, მეცამეტედ მოიგეს. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ კი, ვახტანგ ჭანტურიშვილი დასახელდა.
დინამო თბ – სიონი 1-0

დინამო თბ: ჰრდლიჩკა, კაკაბაძე, ლობჟანიძე, ამისულაშვილი, იაშვილი (71’ პარუნაშვილი), ქვილითაია (67’ გელაშვილი), კიტეიშვილი, მიკელ ალვარო (83’ ჭელიძე), რენე ფერეირა, ჯაბა ჯიღაური, ჭანტურიშვილი

სიონი: მერლანი, ფოფხაძე (87’ შალამბერიძე), სვანიძე, კილასონია, გაფრინდაშვილი, გიორბელიძე, ვასაძე, რაზმაძე, გვალია (72’ ლუის ალბერტო), მანჯგალაძე (83’ მანაგაძე), ტატანაშვილი

გოლი: 1-0 ჭანტურიშვილი (29)

გაფრთხილება: 19’ სვანიძე (სიონი), 49’ კაკაბაძე, 54’ იაშვილი, 63’ ამისულაშვილი (სამივე დინამო თბ), 65’ გიორბელიძე (სიონი), 90’ გელაშვილი, 90’ ჯიღაური (ორივე დინამო თბ)

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები