LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თასი ვერ დაიჭირენ: სიტიმ თასი ისევ დააგდო (ვიდეო)

1183
citi

„მანჩესტერ სიტის“ ფეხბურთელებმა პრემიერლიგის თასი აივნიდან გადააგდეს.

ინგლისის ჩემპიონობისთვის გადაცემული თასი კაი გვარიანი სიმაღლიდან გადაუვარდათ. ვიდეოში ჩანს ნამსხვრევები და სახელურზე მიმაგრებული ცისფერი ლენტი.

ვინ იცის, შეიძლება ხუმრობაც კი იყოს. ეს ხომ პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც „სიტის“ ფეხბურთელებს თასი ხელიდან უვარდებათ.

„სიტიმ“ პრემიერლიგაში „ლივერპულს“ 1 ქულით გაასწრო და ზედიზედ მეორედ გახდა ჩემპიონი.
ქალაქელებმა გარდა ამისა მოიგეს ინგლისის თასი და ინგლისის ლიგის თასი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები