LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თარიღზე ორიენტირებული არ ვართ, არამედ კანდიდატ ქვეყნებთან ახლო მუშაობაზე, რათა EU-ში გაწევრიანდნენ“ – ევროკომისია

118
ევროკომისია

ევროკომისია ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებას, ევროკავშირის გაფართოების თარიღად 2030 წლის დასახელების თაობაზე, არ ეთანხმება.

როგორც გამოცემა Politico წერს, ამის შესახებ ევროკომისიის სპიკერის მოადგილემ, დანა სპინატმა გუშინდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩვენ თარიღზე ორიენტირებული არ ვართ, არამედ კანდიდატ ქვეყნებთან ძალიან ახლო მუშაობაზე, რათა ევროკავშირში გაწევრიანდნენ“, — განაცხადა დანა სპინატმა.

შარლ მიშელი: ევროკავშირის გაფართოება აღარ არის ოცნება - დროა წინ წავიწიოთ

მისივე განცხადებით, გაფართოების პროცესი „რთული და ზოგჯერ მტკივნეული“ იქნება როგორც მომავალი წევრი ქვეყნებისთვის, ასევე ევროკავშირისთვის.

მანვე აღნიშნა, რომ შარლ მიშელს გაფართოების შესახებ განცხადებამდე ეს საკითხი ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან, არ განუხილავს.

ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ ევროკავშირის გაფართოება ოცნება აღარ არის და ევროკავშირი 2030 წლისთვის ამისთვის, უკვე მზად უნდა იყოს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები