LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თარგამაძის მანქანის აფეთქებას პრეზიდენტი ტერაქტის კვალიფიკაციას აძლევს

61

გივი თარგამაძის მანქანის აფეთქებას საქართველოს პრეზიდენტი ტერაქტის კვალიფიკაციას აძლევს. გიორგი მარგველაშვილმა ვაზიანის სამხედრო ბაზაზე სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ დაშავებულების გამოჯანმრთელების იმედი აქვს.

„ქალაქის ცენტრში ააფეთქეს საქართველოს პარლამენტის დეპუტატის მანქანა. კიდევ კარგი მსხვერპლი არ არის. მინდა გამოვთქვა იმედი, რომ დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა დროულად გამოსწორდება და ჩვენ არ გვეყოლება ტერაქტის შედეგად მსხვერპლი ჩვენს ქალაქში.”

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გივი თარგამაძის ავტომანქანა გუშინ აფეთქდა. აფეთქების დროს მანქანაში  თარგამაძე და მისი მძღოლი იმყოფებოდნენ, შედეგად 4 პირი დაშავდა.