LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თარგამაძე : სპეცრაზმელების ნაწილში, შესაძლოა გივი სიხარულიძეზე იყოს ლაპარაკი

92

გივი თარგამაძე „მოდულის“ შენობაში დაკითხვაზე შევიდა. დეპუტატის თქმით, სულ ახლახან „ფეისბუქიდან“ გაიგო “მოდულის” ახალი სახელი – “შემოიხედე გენაცვალე”. ამასთან, თარგამაძე ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ღიად აცხადებდნენ, რომ საჭიროების შემთხვევაში “რუსთავი 2”-ს ფიზიკურადაც დაიცავდნენ.

“ასეთ თემებზე ლაპარაკი სულ იყო, რომ გადახედოთ ჩვენს ღია ინტერვიუებს, ვამბობდით, რომ ფიზიკურად ვართ მზად, დავიცვათ “რუსთავი 2″. ამიტომ აქ პრობლემას ვერ ვხედავ. უფრო ვწუხვარ იმაზე, რომ მაშინ როცა ქვეყანაში არის სწორედ კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ფუნქციონირების მიმართულებით უამრავი საფრთხე და ბევრად დამძიმებულია სიტუაცია, ამ დეპარტამენტის ფეხზე დამყენებელი ოფიცერი ლევან ტაბიძე ციხეში ზის. მან და ამ სამსახურმა აღმოფხვრა თავის დროზე აგენტები, ხოლო კონტრდაზვერვაში ახლა მომღერალ ქალბატონებს კითხავენ. ეს არის პრობლემა და არა ის, რას ვიტყვი და რას – არა”, – განაცხადა გივი თარგამაძემ.

რაც შეეხება სააკაშვილთან ნუგზარ წიკლაურისა და მისი საუბრის ფარულ ჩანაწერს, გივი თარგამაძე აცხადებს, რომ სპეცრაზმელების ნაწილში, შესაძლოა გივი სიხარულიძეზე იყოს ლაპარაკი და არა მასზე.