13 ივნისის სახალისო ამბის ავტორი, ბექა ჭანკვეტაძე ახალ ამბავს აქვეყნებს, რომელიც მცირე ხნის წინ გადახდა თავს. ეს ისტორიაც, წინას მსგავსად, სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს.
გთავაზობთ მის პოსტს:
„ტაქსი გამოვიძახე, ცოტა ხანში მირეკავს გამოდი მოვედიო, გავედი და მანქანა საერთოდ არ დგას, ვიღაც ტიპი მეძახის: ტაქსი შენ გამოიძახეო, კი-თქო, მე ვარ ტაქსისტი, აქვე ვიყავი და ჩამოვირბინე ფეხით, მანქანას მომიყვანენ მალე, ჩემს შვილს ვათხოვეო.
ახლა მე და ტაქსისტი ვდგავართ და ველოდებით მანქანას!
ტაქსი უმანქანოდ მოვიდააააააააა“