LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტაქსიში თამბაქოს მოხმარებაზე ჯარიმა უკვე ამოქმედდა

118
611b9a5843e0a

თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონში ცვლილებები შევიდა, რომლის მიხედვითაც, ტაქსიში თამბაქოს მოხმარებაზე ჯარიმა უკვე ამოქმედდა.

კერძოდ, 1-ლი იანვრიდან კანონის დარღვევისთვის დაწესდა ჯარიმა 200 ლარის ოდენობით: მძღოლისთვის, რომელიც ტაქსიში თამბაქოს მოიხმარს; ასევე მძღოლისთვის, იმ შემთხვევაშიც თუ ეწევა მგზავრი და მძღოლი აღნიშნულ ქმედებას არ აღკვეთს.

რაც შეეხება ტაქსის მომხმარებელს, რომელიც ამ წესს დაარღვევს, ჯარიმა გავრცელდება მასზეც, თუმცა, ისევე როგორც ყველა სხვა აკრძალულ ადგილას, საჯარიმო თანხა 100 ლარით განისაზღვრება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები