პოლიციამ თბილისში, 52 წლის ტაქსის მძღოლი, რომელიც ტურისტს ფიზიკურად გაუსწორდა დააკავა. ინციდენტი გუშინ, ვაკეში მოხდა. აბაშიძის ქუჩაზე მიმავალმა ტაქსის მძღოლმა უკრაინელ ქალს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
ვაკეში ტაქსის მძღოლმა უკრაინელ ქალს დაარტყა - რა გახდა დაპირისპირების მიზეზი
გამოძიება ძალადობის მუხლით მიმდინარეობს
შსს-ს ცნობით, ჩადენილი დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ გ.თ.-მ თბილისში, ი. აბაშიძის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, უკრაინის მოქალაქე ლ.კ.-ს ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ასევე, დააზიანა მისი კუთვნილი ნივთები. გამოძიება ძალადობისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლისა და 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილებით მიმდინარეობს,” – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ინციდენტის მიზეზი, სავარაუდოდ, მგზავრობის საფასური გახდა.