LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტაქსის მძღოლებს, რომლებმაც გადაღებვის ვაუჩერის აღება დააგვიანეს, ვადა გაუხანგრძლივდებათ

461
parkingi_tetri_taqsebi_2018-10-02_OypIqsSX6Ed9w

ტაქსის მძღოლებს, რომლებმაც ვაუჩერების აღება ვერ მოახერხეს, ვადა გაუხანგრძლივდებათ, –  ამის შესახებ განცხადება კახა კალაძემ გააკეთა.

დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე კალაძემ განმარტა, რომ ვაუჩერების აღებას მძღოლები პირველიდან 15 მაისის ჩათვლით შეძლებენ.

„ტექნიკური დათვალიერების გავლიდან ორი კვირის განმავლობაში ტაქსის მძღოლებს შესაბამისი კომპანიისთვის უნდა მიემართათ და როგორც გადაღებვის ან ფირის გადაკვრის, ასევე ქიმწმენდის ვაუჩერი მიეღოთ. მისივე თქმით, კომუნიკაციის ფარგლებში გაირკვა, რომ 1 500-მდე ტაქსის მძღოლმა გარკვეული მიზეზების გამო არ მიმართა კომპანიას და ვერ მიიღო ვაუჩერები.

საინიციატივო ჯგუფთან კომუნიკაციის შემდეგ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მათ გავუხანგრძლივოთ ვაუჩერის მიღების ვადა და ამ 1 500-მდე მძღოლს ექნება შესაძლებლობა, პირველი მაისიდან 15 მაისის ჩათვლით მიმართონ შესაბამის კომპანიას და მიიღონ როგორც ფერის შეცვლის, ასევე ქიმწმენდის ვაუჩერები,” – განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ თბილისში 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან თეთრი ფერის ტაქსები იმოძრავებენ, ამავე პერიოდიდან ტაქსის სერვისის განხორციელებას ვერ შეძლებენ სამკარიანი და მარჯვენა საჭიანი ავტომობილები.

ტაქსის მძღოლებს, რომლებმაც 2018 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით აიღეს ლიცენზია, ავტომობილის ღებვისა და ქიმწმენდის უფასო ვაუჩერები გადაეცემათ.

https://www.facebook.com/kakhakaladzeofficial/videos/336589823717004/?notif_id=1556089831725301&notif_t=live_video