LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტაქსის მძღოლებს ლიცენზიის მიღება იუსტიციის სახლებშიც შეეძლებათ

71

ტაქსის მძღოლები საქმიანობისთვის აუცილებელი ლიცენზიის მიღებას იუსტიციის სახლებშიც შეძლებენ. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

მისივე თქმით, ნებართვის ასაღებად იუსტიციის სახლებს მსურველებმა 21 აგვისტოდან უნდა მიმართონ.

შეგახსენებთ, რომ 1-ლი აგვისტოდან ტაქსების რეგისტრაცია დაიწყო. ტაქსით მომსახურების ერთწლიანი ნებართვის მისაღებად, მძღოლი იხდის 100 ლარს, ჰიბრიდული ავტომობილის შემთხვევაში 50 ლარს, ხოლო ელექტროძრავიანი ავტომობილის ყოლის შემთხვევაში ნებართვა უფასოა.

ის ტაქსის მძღოლები კი, რომლებსაც შესაბამისი ნებართვა არ ექნებათ ოქტომრბიდან 200 ლარით დაჯარიმდებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები