LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტაქსის მძღოლები, რომლებიც ვაუჩერებით ვერ სარგებლობდნენ, უფასო მომსახურებას მიიღებენ (ვიდეო)

121
kala

თბილისის მერმა თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე სატრანსპორტო პოლიტიკაზე ისაუბრა. კახა კალაძე ტაქსების რეფორმას შეეხო და განაცხადა, რომ ტაქსების საინიციატივო ჯგუფთან ჰქონდათ შეხვედრა, სადაც რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღეს.

მისი განცხადებით, ტაქსის რეფორმირებიის ფარგლებში იზრდება იმ პირთა წრე, რომელთაც შეუძლიათ ისარგებლონ ვაუჩერული დაფინანსებით.

„ჩვენს  რეგულაციაში ტაქსის მძღოლების გარკვეული კატეგორია ვერ ხვდებოდა, რადგან მიუხედავად იმისა, რომ მათ 10 ოქტომბრამდე აიღეს ტაქსის ლიცენზია, შემდეგ შეცვალეს სატრანსპორტო საშუალებები და ვაუჩერული პროგრამით ვეღარ სარგებლობენ.

ჩვენი გადაწყვეტილებით პირები, რომლებმაც გასული წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით გაიარეს ტაქსის რეგისტრაცია, შეცვალეს სატრანსპორტო საშუალებები, ახალი ნებართვის აღების მიუხედავად, 1 ივლისიდან 10 აგვისტოს ჩათვლით, შეძლებენ მიმართონ კომპანიას და მიიღონ მანქანის ღებვის, ფირის გადაკვრის და ქიმწმენდის ვაუჩერები“, – განაცხადა კახა კალაძემ

კალაძის განცხადებით, მნისვნელოვანი შეღავათი გაკეთდა 11 ოქტომბრიდან 1 იანვრის ჩათვლით გაცემული ნებართვის მფლობელებზე.

„მათ ვაუჩერული პროგრამა საერთოდ არ ეხებოდათ თუმცა, თუ ეს პირები ფლობენ არაუმეტეს 15 წლის ასაკის სატრანსპორტო საშუალებებს. ვისაც 15 წელზე ახალი ავტომობილები ყავთ, ექნებათ შესაძლებლობა მიმართონ კომპანიას და ისინი ასევე შეძლებენ ვაუჩერების მიღებას,“ – აცხადებს თბილისის მერი.

კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მერიას ტაქსის მძღოლებთან აქტიური კომუნიკაცია ექნება.

„ჩვენ გვექნება sms კომუნიკაცია და ასევე დაბეჭდილია შესაბამისი ფლაერები, რომლებიც მომდევნო დღეების განმავლობაში დაურიგდებათ ტაქსის მძღოლებს, რათა მათ ჰქონდეთ ამ კონკრეტულ გდაწყვეტილებებთნ შესაბამისი ამომწურავი ინფორმაცია,“ – განაცხადა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები