LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტაქსის მძღოლები მარტიდან ავტომობილების გადასაღებად და ქიმწმენდისთვის ვაუჩერებს მიიღებენ

136
taxi

1 მარტიდან ტაქსების რეფორმის ახალი ეტაპი – მანქანების ვიზუალური სტანდარტიზაცია იწყება.

„პირველი მარტიდან მოხდება ორი სახის ვაუჩერის გაცემა. ერთი არის მანქანის გადაღებვის ვაუჩერი, რათა გარედან სტანდარტთან შესაბამისობაში მოვიდეს ავტომანქანა და მეორე – ეს არის ინტერიერის ქიმიური წმენდის ვაუჩერი,” – ამის შესახებ კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

თბილისის მერის განცხადებით, მძღოლებს, ვისაც ლიცენზია აქვთ და ეკუთვნით ამ ვაუჩერის მიღება, გაეგზავნებათ sms შეტყობინება. კალაძის თქმით, ტაქსის მძღოლებისთვის ცნობილია ყველა ის პროცედურა, რომელიც საჭიროა ვაუჩერის მისაღებად.

“თუ როგორ ისარგებლებენ შემდეგში ამ ვაუჩერებით, სათანადო ინფორმაცია განთავსდება ვებგვერდზე. ასე რომ, 2018 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით რეგისტრირებული მარცხენასაჭიანი 5-კარიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომლებსაც გავლილი ექნებათ ტექნიკური ინსპექტირება, ორი კვირის ვადაში (ტექინსპექტირების გავლიდან), მიმართავენ მითითებულ მისამართებს და მიიღებენ დასახელებულ ვაუჩერს,” – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები