თბილისის მერის მოადგილის, მაია ბითაძის თქმით, 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან ტაქსზე გარკვეული რეგულაციები დაწესდება. კონკრეტულად, რეგულაციები გავრცელდება ფერზე, ვიზუალსა და სხვადასხვა ტექნიკურ მახასიათებელზე.
“ორკარიანმა, ე.წ. სამკარიანმა ავტომობილმა არ უნდა უზრუნველყოს ტაქსის მომსახურების სერვისი ისევე, როგორც მარჯვენასაჭიანმა ავტომობილმა. ტაქსის ნებართვის მფლობელი მუშაობისას ვალდებული იქნება, რომ დოკუმენტი სალონში გამოაკრას და ტაქსზე შესაბამისი ნიშანი განათავსოს. საბუთის არქონის შემთხვევაში, ტაქსის მძღოლი 200 ლარით იქნება დაჯარიმებული,” – განაცხადა ბითაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
თბილისი მერის კახა კალაძის განმარტებით ტაქსის ფერთან დაკავშირებული რეგულაცია მომავალი წლიდან ამოქმედდება.
“ტაქსების რეგულირების მეორე ეტაპი დაიწყება მომავალი წლის პირველი ოქტომბრიდან და ყურადღება მოექცევა ტაქსის ვიზუალს, ფერს,”- განაცხადა თბილისის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ.