ტაქსებში 3-ზე მეტი ადამიანის ყოფნა დაშვებული არაა. შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობამ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ღონისძიებების ფარგლებში მიიღო. თუმცა, როგორ ირკვევა საკითხი შესაძლოა გადაიხედოს.
როგორც მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა “პალიტრანიუსის” ეთერში აღნიშნა, საკითხს უწყებათაშორის საბჭოს სხდომებზე განიხილავენ.
“რეალურად ჩვენ დადგენილ შეზღუდვებს, რაც არის დარჩენილი მსხვილი შეზღუდვების მოხსნით შემდეგ, ყოველ საბჭოს სხდომაზე ვიხილავთ. არ გამოვრიცხავ, რომ ეს საკითხი გადაიხედოს და გამორიხული არაფერია, მას შემდეგ რაც ვნახავთ, რომ ცუდ ქცევას და არაკეთილსინდისიერ ქცევას არ აქვს ადგილი მძღოლების მხრიდან”, – განაცხადა მეზვრიშვილმა.