LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტაქსების თეთრად შეღებვა ახირება არ არის, თეთრ ფერზე რეკლამა კარგად ჩანს – “ოცნების” დეპუტატი

167
20180705174105-2-e1551445202644

“ეს არ არის ახირება, თეთრი არის ის ფერი, რომელზეც რეკლამა კარგად ჩანს და ეს ტაქსის მძღოლებისთვის დამატებითი შემოსავლის წყარო იქნება”- ამის შესახებ თბილისის საკრებულოს სხდომაზე, ტაქსების საკითხზე მსჯელობისას, სატრანსპორტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ განაცხადა. თედო ისაკაძემ მადლობა გადაუხადა ქალაქის მერს, რომ ტაქსების რეგულირების საკითხში “პრინციპულობა და შესაბამისი პოლიტიკური ნება გამოიჩინა”.  მისი თქმით, ტაქსების რეფორმას გაცილებით მეტი მხარდამჭერი და კმაყოფილი მოქალაქე ჰყავს, ვიდრე უკმაყოფილო.

“ვერ დავადასტურებ იმ ინფორმაციას, რომ ტაქსის მძღოლებს გადასახადები ემატებათ. პირიქით, ჩვენ ტაქსის მძღოლებისთვის სხვადასხვა სახის შეღავათებზე ვსაუბრობთ. კონკრეტულად მათთვის უფასო გაჩერებები გაკეთდება და მანქანების გადაღებვასაც უფასოდ შეძლებენ. რაც შეეხება ტაქსების ფერს, ტრანსპორტი არის ამა თუ იმ ქალაქის სავიზიტო ბარათი. ოპოზიცია ამბობს, რომ თეთრი ფერი ახირებაა. ასეთივე წარმატებით შეიძლება პრეტენზიები გქონდეს ყველა ფერთან დაკავშირებით. ეს არ არის ახირება, თეთრი არის ის ფერი, რომელზეც რეკლამა კარგად ჩანს და ეს ტაქსის მძღოლებისთვის დამატებითი შემოსავლის წყარო იქნება”- განაცხადა თედო ისაკაძემ

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები