LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტაქსების საპარკინგე ადგილზე ავტომობილის გაჩერების შემთხევავში შესაძლოა, ჯარიმები გაიზარდოს

პარკინგიი

ტაქსებისთვის გამოყოფილ საპარკინგე ადგილებზე კერძო ავტომობილების გაჩერების შემთხვევაში, შესაძლოა ჯარიმები გაიზარდოს, ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კახი კალაძის თქმით, მიღებული რეგულაციების გამკაცრება და დარეგულირება აუცილებელია.

„ლიცენზირებული ტაქსებისთვის ჩვენ ქალაქში გამოვყავით კონკრეტული საპარკინგე ადგილები, რომელიც უფასოა მათთვის, თუმცა ამ დროს ძალიან ხშირია შემთხევევბი, როცა ამ ადგილზე გაჩერებულია არა ტაქსები, არამდე სხვა ავტომობილები. ეს არის დასარეგულირებელი. როდესაც რამე გადაწყვეტილებას ვიღებთ, ის თუ აღსრულებაში კარგად არ განვახორცილეთ, მაშინ ამ რეფორმას ფასი დაკარგული აქვს. ჩემი თხოვნა იქნება, მაქიმალური კომუნიკაცია საპატრულო პოლიციასთან, კამერებთან. ჯარიმები არის გასაზრდელი? – გავზარდოთ, რომ ქალაქში იყოს წესრიგი,“ – განაცხადა კახი კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები