ანალიზისა და კონსულტაციის ჯგუფმა „ეისითიმ“, თბილისში ტაქსების რეფორმის შესახებ კვლევა ჩაატარა. აღნიშნული კვლევის მიხედვით, დედაქალაქში გამოკითხული მოქალაქეების 25% “ძალიან დადებითად”, ხოლო 32% “უფრო დადებითად, ვიდრე უარყოფითად” აფასებს. იმ რესპონდენტების რაოდენობა კი, რომლებიც ტაქსების რეფორმას ძალიან უარყოფითად ან უფრო უარყოფითად, ვიდრე დადებითად აფასებენ, ერთმანეთის მსგავსია და, შესაბამისად, 18%-ს და 19%-ს შეადგენს.
ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ გამოკითხულთა 70% ტაქსების რეფორმის შედეგად დედაქალაქში უფრო მოწესრიგებულ და სუფთა ტაქსებს ელის. აღნიშნულ მოსაზრებას არ ეთანხმება გამოკითხულების 17%, საკითხის მიმართ კი ნეიტრალური დამოკიდებულება აქვს 10%-ს.
ის ადამიანები ვისაჯ სჯერა, რომ სატრანსპორტო პოლიტიკის შედეგად განხორციელებული რეფორმა ქალაქის იერსახეს გააუმჯობესებს, აღმოჩნდა, რომ 72%-ია, თუმცა ამ მოსაზრებას 15% არ ეთანხმება.
დღეიდან თბილისში თეთრი ფერის ტაქსები იმოძრავებს – რეგულაცია უკვე ამოქმედდა
გამოკითხულთა 59% მიიჩნევს, რომ რეფორმის შედეგად ტაქსით მგზავრობა უფრო უსაფრთხო გახდება. არ ეთანხმება გამოკითხულებს 21%.
საერთო ჯამში კი გამოკითხულთა უმრავლესობამ დაადასტურა, რომ რეფორმა, რომელიც დედაქალაქში მიმდინარეობს არის მტკივნეული, მაგრამ აუცილებელი.
რაც შეეხება თვითონ იმ ორგანიზაციას, რომელმაც კვლევა ჩაატარა, ეს არის გლობალური კვლევითი-საკონსულტაციო კომპანია, რომელიც 2002 წელს დაარსდა და კომპანია ქართულ ბაზარზე ერთ-ერთ საუკეთესო რეპუტაციის მქონე ორგანიზაციად მიიჩნევა.