LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თაობის უკანასკნელო მოჰიკანო! დიდხანს უნდა იყო!“ – მსახიობი თენგიზ არჩვაძე 91 წლის გახდა

1639
Untitled design (3)

თენგიზ არჩვაძე იუბილარია. მსახიობი დღეს 91 წლის გახდა. თენგიზ არჩვაძეს სოციალურ ქსელში დაბადების დღეს რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილი ულოცავს.

„2011 წლის 25 მაისს, მარჯანიშვილის თეატრში “მგზავრის წერილები” გადიოდა, გივი ბერიკაშვილი შეუძლოდ გახდა და ლელთ ღუნიას როლზე საკუთარ წარმოდგენაში მე მომიხდა შესვლა და პარტნიორობა დიდ ქართველ არტისტთან თენგიზ არჩვაძესთან. სპექტაკლის შემდეგ ბატონი თენგიზი, ცხონებული მალხაზ ბებურიშვილი და როლიკო ოქროპირიძე ჩემთან წამოვედით სავახშმოდ. დავლიეთ, ვიმხიარულეთ, თავზე დაგვათენდა, დედაჩემმა დილას, როცა ძვირფასი სტუმარი გავაცილეთ, ასე მითხრა – მთელი ღამე ქეიფში გავატარეთ, რამდენ ადამიანზე ჩამოვარდა სიტყვა და ამ კაცისგან ერთი აუგი არცერთ მის პარტნიორზე და კოლეგაზე არ გამიგონიაო. ასეთია თენგიზ არჩვაძე – დიდი არტისტი და დიდი კაცი, რომელიც დღეს 91 წლის გახდა!!!

მაქვს ბედნიერება ვიყო მისი უმცროსი მეგობარი, მაქვს ბედნიერება ვიყო მისი თანამედროვე. საკუთარ ქვეყანაზე ასე შეყვარეული კაცი იშვიათად შემხვედრია!

ბატონო თენგიზ!

თაობის უკანასკნელო მოჰიკანო! დიდხანს უნდა იყო! პატრიოტიზმის, კაცობის, პროფესიონალიზმის ეტალონი დღეს იუბილარია! გაუმარჯოს მას, დიდ მამულიშვილსა და დიდ ხელოვანს – თენგიზ არჩვაძეს!!!“, – წერს დიმიტრი ხვთისიაშვილი.

 

2011 წლის 25 მაისს, მარჯანიშვილის თეატრში “მგზავრის წერილები” გადიოდა, გივი ბერიკაშვილი შეუძლოდ გახდა და ლელთ ღუნიას…

Posted by Dimitri Khvtisiashvili on Wednesday, 2 August 2023

 

 

თენგიზ არჩვაძის დაბადების დღესთან დაკავშირებით მისალოც ტექსტს აქვეყნებს „მარჯანიშვილის თეატრიც“. მსახიობს ჯანმრთელობა, ასევე დიდხანს სიცოცხლე უსურვეს. 

„თუ მომავალი თაობა მკითხავს რას ემსახურებოდიო, ვუპასუხებ, რომ ღმერთს ვემსახურებოდი… კინო არასდროს მიყვარდა, მსახიობისთვის არის თეატრი.“

საქართველოს დამსახურებული და სახალხო არტისტი სახელმწიფო პრემიისა და რუსთაველის პრემიის მფლობელი, პროფესიისადმი უსაზღვრო ერთგულებით, სითბოთი, სიყვარულით, ულევი ენერგიის მატარებელი, უნიჭიერესი ადამიანი – თენგიზ არჩვაძე!

დღეს მას 91 წელი შეუსრულდა! ბატონ თენგიზს ვუსურვებთ ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს! ჩვენ თქვენ ძალიან გვიყვარხართ  ❤“, – აღნიშნულია მისალოც ტექსტში.

 

„თუ მომავალი თაობა მკითხავს რას ემსახურებოდიო, ვუპასუხებ, რომ ღმერთს ვემსახურებოდი… კინო არასდროს მიყვარდა,…

Posted by მარჯანიშვილის თეატრი Marjanishvili Theatre on Wednesday, 2 August 2023

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები