LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის შესაგროვებლად თბილისში სპეციალური ყუთები განთავსდება

267

ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის შესაგროვებლად თბილისში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სპეციალური ყუთები განთავსდება.

ყუთებში სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის ტანსაცმელი შეგროვდება და უსასყიდლოდ განაწილება მთელი საქართველოს მასშტაბით.

საქველმოქმედო პროექტს „შემოსე თანამოქალაქე“ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო ახორციელებს. როგორც ”ფორტუნას” სამინისტროდან აცნობეს, ნებისმიერ მსურველს საშუალება მიეცემა ტანსაცმელი და ფეხსაცმელი  უკვე შერჩეულ ლოკაციებზე მიიტანოს.

სპეციალური ყუთების განთავსების ლოკაციებია: სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, ახალი სპორტის სასახლე, რუსთავის გზატკ. 247, აწყურის ქუჩასა და რკ. ხიდს შორის, მოსკოვის გამზ. წისქვილკომბინატთან, აღმაშენებლის ხეივანი 12 კმ, გია გულუას ქუჩა, გმირთა მოედანი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, სამების საკათედრო ტაძარი.

პროექტი, რომელის პრეზენტაცია დღეს გაიმართა, ხუთი თვის განმავლობაში გაგრძელდება. მასში მონაწილეობენ ააიპ ”სტუდენტური ერთიანობა”, სს ”ფრეგო“, საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდული მოძრაობა – ”დავითიანნი” და  საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები