LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თანმხლები დაავადების მქონე მოზარდების აცრის გადაწყვეტილება შესაძლოა უფრო ადრე მივიღოთ, ვიდრე ამის რეკომენდაციას ჯანმო გასცემს: გაბუნია

42
1

“მომდევნო კვირაში ვაქცინაციის ექსპერტების ჯგუფი დამატებით მოიპოვებს იმ მტკიცებულებებს, რომლებიც მოზარდებში ვაქცინაციის დაწყებასთან დაკავშირებით არის საჭირო.” – ამის შესახებ  ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

თამარ გაბუნიას თქმით, უკვე შეიქმნა იმის პრეცედენტები, რომ ქვეყანაშიც გარკვეული პრობლემების მქონე მოზარდები აიცრან 12-დან 16 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში.

მისივე თქმით, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები მნიშვნელოვანია, თუმცა პრობლემის აქტუალობიდან და იქიდან გამომდინარე თუ რამხელა რისკის მატარებელი შეიძლება იყოს კორონავირუსული ინფექცია იმ მოზარდებში, ვისაც აქვთ რაიმე თანმხლები დაავადება, შესაძლოა ამ ჯგუფთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უფრო ადრე მიიღონ:

“ვაქცინაციის ექსპერტების ჯგუფი ამ კვირაში და მომდევნო კვირაში კიდევ დამატებით მოიპოვებს იმ მტკიცებულებებს, რაც არსებობს მოზარდებში ვაქცინაციაზე, რაც არის ძირითადად ორი მიმართულებით, ერთი არის ქვეყნები, რომლებიც ცრიან ყველა მოზარდს 12-დან 15 წლამდე ასაობრივ ჯგუფში, 16 წლიდან ჩვენც უკვე ვიწყებთ აცრებს და მეორე არის ბრიტანული რეკომენდაცია, რომელიც უპირატესობას ანიჭებს იმ მოზარდების აცრას, რომლებსაც აქვთ რაიმე თანხმლები დაავადება და ითვლება, რომ ამ მოზარდებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვაქცინაცია.

ჩვენ ამაზე ვიმსჯელებთ. მომავალ კვირაში შესაძლებელია ეტაპობრივ მიდგომაზე ვისაუბროთ უკვე. შეიქმნა პრეცედენტები, რომ გარკვეული პრობლემების მატარებელი მოზარდები ჩვენს ქვეყანაშიც აიცრა 12-დან 16 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში. ერთეული აცრები შესრულდა მშობლებისა და სპეციალისტების დასკვნის საფუძველზე.

ჩვენთვის, რა თქმა უნდა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები მნიშვნელოვანია, თუმცა პრობლემის აქტუალობიდან და იქიდან გამომდინარე თუ რაოდენ დიდი რისკის მატარებელი შეიძლება იყოს კორონავირუსული ინფექცია იმ მოზარდებში, ვისაც აქვთ რაიმე თანმხლები დაავადება, შესაძლოა ამ ჯგუფთან მიმართებით უფრო ადრე იქნას მიღებული გადაწყვეტილება.” – თქვა გაბუნიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები