LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თანასწორი თამაში: მესი და რონალდო ახალ პროპაგანდას იწყებენ

37

უეფა დაიწყო ახალი კამპანია – #EqualGame (თანასწორი თამაში). ეს არის სოციალური პასუხისმგებლობის ინიციატივა, რომელიც პროპაგანდას გაუწევს ევროპულ ფეხბურთში ინკლუზიურობას, მრავალფეროვნებასა და ხელმისაწვდომობას.

კამპანიის სახეები გახდნენ – კრიშტიანო რონალდო, ლიონელ მესი, პოლ პოგბა და ადა ჰეგერბერგი. იდეის ავტორია უეფას პრეზიდენტი ალექსანდ ჩეფერინი.

“ჩემი კარიერის განმავლობაში, სპორტის ამ სახეობამ ბევრი რამ მასწავლა, – განუცხადა უეფას ოფიციალურ ვებგვერდს ლიონელ მესიმ. – პირველ რიგში, ფეხბურთმა მაჩვენა, რომ ეს არის უნივერსალური თამაში, რომელიც ხელმისაწვდომია ნებისმიერისთვის ეთნიკური წარმოშობის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციისა და რელიგიური შეხედულებების მიუხედავად.
ფეხბურთი აერთიანებს ადამიანებს და ჩვენ, საფეხბურთო სამყაროს წარმომადგენლები, ვამაყობთ ამით. ჩვენ ყველანი განსხვავებულები ვართ, მაგრამ ერთნი ვართ ფეხბურთის მიმართ”.

ადა ჰეგერბერი 2016 წელს ევროპის საუკეთესო ქალი ფეხბურთელი გახდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები