LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“თანამშრომლებს უკავშირდებიან და ფიზიკური განადგურებით ემუქრებიან” – “ენკას” ახალი დირექტორი სახალხო დამცველს მიმართავს

78
BeFunky-collage (4)

კომპანია ენკას ახალი დირექტორი, მერაბ ლომინაძე ამბობს, რომ “დღეს „ენკა რინიუებლზის“ თანამშრომლების წინააღმდეგ, რომლებიც წინასამშენებლო სამუშაოებს ახორციელებენ, სერიოზული ფსიქოლოგიური ზეწოლა მიმდინარეობს”.

„ენკა” – მივმართავთ სახალხო დამცველს, შეისწავლოს პროექტის მოწინააღმდეგეთა მხრიდან ჩვენი თანამშრომლებისა და მათი ოჯახის წევრების შეურაცხყოფის ფაქტები

მერაბ ლომინაძეს კონკრეტული შემთხვევები არ დაუსახელებია, თუმცა, სახალხო დამცველს მათი შესწავლისკენ მოუწოდა.

“პოლიციას ვთხოვ, დაიცვას ჩვენი თანამშრომლობის ფიზიკური უსაფრთხოება, სახალხო დამცველს კი – მათი ფსიქოლოგიური ზეწოლის ფაქტების შესწავლისკენ მოვუწოდებ. ჩვენი თანამშრომლების დიდი ნაწილი ადგილობრივი მოსახლეები და იმ ადამიანთა მეზობლები არიან, რომლებიც პროექტის განხორციელებას ეწინააღმდეგებიან. მათ და მათი ოჯახის წევრებს პროექტის მოწინააღმდეგეების სახელით უკავშირდებიან და ფიზიკური განადგურებით ემუქრებიან. ჩვენ აუცილებლად გადავცემთ მსგავს ფაქტებს სამართალდამცავ ორგანოებს, ასევე მოვუწოდებთ სახალხო დამცველს, ამ საკითხითაც დაინტერესდეს”. – აცხადებს ლომინაძე.

მისივე თქმით, ჰესის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები, რომელიც გუშინ დაიწყო, არ შეჩერდება.

შეგახსენებთ, აქციის მონაწილეები, რომლებიც ჰესის მოსამზადებელი სამუშაოების განახლებას აპროტესტებენ, გუმათში არიან შეკრებილები. ისინი ნამოხვანში გადაადგილებას ითხოვენ, რის საშუალებასაც სამართალდამცველები არ აძლევენ.

ვარლამ გოლეთიანი: “ვემზადებით აქციისთვის თბილისში”

„აღადგინეთ მოძრაობა ნამახვანის მიმართულებით და არ ჩაახშოთ სიგნალი“ – ნინო ლომჯარია შსს-ს მიმართავს

გავრცელებული ინფორმაციით, შსს-მ ნამოხვანში დღეს ინტერნეტი ჩაახშო – არასამთავრობოები მიმართვას ავრცელებენ

“თუ არ გაგვატარებენ, გუმათშიც გავშლით კარვებს“ – ვარლამ გოლეთიანი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები