LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თანამშრომლები და მოხალისეები მეორე დღეა შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან – ყველას, გთხოვთ, მოგვაწოდოთ ნებისმიერი სახის ინფორმაცია“ – წითელი ჯვარი

155
წითელი ჯვარი

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ცნობით, ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში, წითელი ჯვრის ონისა და ამბროლაურის ფილიალების თანამშრომლები, მოხალისეები მეორე დღეა შემთხვევის ადგილზე, კვლავ მობილიზებული არიან.

ორგანიზაციის ინფორმაციით მზადყოფნაშია:

ონისა და ამბროლაურის პირველი დახმარების გუნდები, რომლებიც სასწრაფოსთან ერთად დაშავებულების დასახმარებლად მოქმედებენ.

ფსიქოსოციალური დახმარების გუნდი, რომელიც  დაზარალებულებს, თვითმხილველებსა და ადგილზე მყოფთ ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევს.

ოჯახური კავშირების აღდგენის გუნდი, რომელიც როგორც დაკარგული, ისე მოძიებული პირების შესახებ ინფორმაციის შეგროვებაზე მუშაობს.

ადგენს შესაბამის სიებს და აქტიურად თანამშრომლობს შესაბამის სტრუქტურებთან არსებული ინფორმაციის მოსაპოვებლად.

კატასტროფების მართვის გუნდი, რომელიც წითელ ჯვარში გადამწყვეტ როლს ასრულებს საგანგებო სიტუაციებსა და კატასტროფებზე ეფექტური რეაგირების საქმეში.

„მათი ამოცანები მოიცავს აქტივობების ფართო სპექტრს, რომელიც მიმართულია როგორც მზადყოფნაზე, ისე რეაგირებაზე.

საქართველოს წითელი ჯვარი მიმართავს ყველას, გთხოვთ, მოგვაწოდოთ ნებისმიერი სახის ინფორმაცია შოვში დაკარგულთა შესახებ და დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე : 032 2 501 105“. – აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 3 აგვისტოს, კურორტ შოვში, მათ შორის სასტუმრო „Sunset Shovi“-თან მეწყერი ჩამოწვა.

ადიდებულმა მდინარემ სამანქანო ხიდი წაიღო. მოსახლეობის დასახმარებლად ადგილზე ჩაფრინდა სასაზღვრო პოლიციის 2 სამაშველო ვერტმფრენი.

შსს: ამ დროისთვის, სტიქიის ზონიდან უსაფრთხო ადგილზე კიდევ 140 ადამიანია გადაყვანილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები