LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,თანამედროვე ჰოლივუდი გონებაჩლუნგების გემოვნებასაა მორგებული” – ჰარისონ ფორდის ცნობილი გამონათქვამები

9070
ჰარისონ ფორდი

ნიჭიერი მსახიობი, გამოცდილი პილოტი და მოყვარული დურგალი ჰარისონ ფორდი, დიპლომიანი ფილოსოფოსიც აღმოჩნდა, რადგან სწორედ ფილოსოფიას სწავლობდა უნივერსიტეტში, სადაც კომპლექსების და ზედმეტი მორცხვობის დასაძლევად დრამატული ხელოვნების კურსებზე ჩაეწერა და სწორედ მაშინ დაინტერესდა პირველად თეატრით.

ცნობილი ადამიანების ციტატები

fortuna.ge გთავაზობთ ჰარისონ ფორდის ცნობილ გამონათქვამებს:

რაღაცის ფლობის მთავარი სიამოვნება – მისი სხვებისთვის განაწილებაა

ყველაზე მეტად მსახიობის პროფესიაში არასტაბილურობა მომწონს. არ ხარ ვალდებული ყოველდღე ერთსა და იმავე დროს, ერთსა და იმავე ოფისში მიხვიდე.

ამერიკულ ფილმებში სულ უფრო ნაკლები კინო და მეტი ვიდეოთამაშია, რადგან თანამედროვე ჰოლივუდი გონებაჩლუნგების გემოვნებასაა მორგებული.

რადიკალური ცვლილებები ყოველთვის მეორე შანსია ადამიანის ცხოვრებაში.

სინამდვილეში მაშინ ბერდები, როცა შენს უბის წიგნაკში ყოველი მეორე სახელის გასწვრივ ,,ექიმია” მითითებული.

ნამდვილად არ მაშინებს ასაკი, როგორც იქნა, მოვიდა დრო, როცა გრიმის გარეშე შემიძლია ვითამაშო მოხუცი.

მშვიდობა არა ომის დასასრული, არამედ სამართლიანობის დასაწყისი უნდა იყოს.