LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თანამდებობა ჩვენი ხელისუფლების პირობებში არ არის გარანტია ან პრივილეგია – თორნიკე რიჟვაძე

129
თორნიკე რჟვაძე

თანამდებობა ჩვენი ხელისუფლების პირობებში არ არის გარანტია ან პრივილეგია,- ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ბრიფინგზე ბათუმში მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავებაზე საუბრისას განაცხადა.

მისი განმარტებით, “ქართული ოცნება” კორუფციასთან შეურიგებელ ბრძოლას გააგრძელებს.

“რამდენიმე წლის წინ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებულია რამდენიმე მოქმედი მაღალჩინოსანი. მე კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ თანამდებობა ჩვენი ხელისუფლების პირობებში არ არის გარანტია ან პრივილეგია, ვერავინ ვერ ისარგებლებს ხელშეუხებლობით. თუმცა, ამავე დროს ჩვენ უნდა დავიცვათ უდანაშაულობის პრეზუმფცია და დაველოდოთ გამოძიების შედგებს ისე, რომ საფრთხე არ შეექმნას მართლმსაჯულების აღსრულებას. ასევე, მინდა განვმარტო, რომ ჩვენი ხელისუფლების შეურიგებელი ბრძოლა კორუფციასთან გრძელდება და ჩვენ ვიქნებით ყველასთან თანაბრად მომთხოვნი. კანონის წინაშე ყველა არის თანაბარი”,- განაცხადა რიჟვაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები