LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თანაგუნდელის საათის ქურდი: გულშემატკივრებს სტადიონის კარს არ ჩაუკეტავენ – ამბები მოკლედ

80
sport689

Daily Mail: ჩავი „ბარსელონაში“ დანიშვნის შემთხვევაში სტერლინგის გადაყვანას მოისურვებს.

გონსალო იგუაინი: „რონალდო უფრო ზრდასრულია მას შემდეგ, რაც ესპანეთში ერთად ვთამაშობდით“.

ნეიმარი კატალონიაში ჩავიდა „ბარსასთან“ სასამართლო გარჩევების გამო. ბრაზილიელს სურს 18 მლნ ევრო ბონუსი ამოიღოს.

ლეო მესის შესაძლოა ტრავმის გამო ერთ თვემდე გაუცდეს.

„მანჩესტერ სიტი“ კიბერსპორტული კლუბის Faze Clan პარტნიორი გახდა.

„ნიცას“ თავდამსხმელი ლამინ დიაბი თანაკლუბელ კასპერ დოლბერგის ძვირფასი საათის მოპარვაში გამოტყდა. 70 ათასი ევრო ღირებულების საათი გუნდის გასახდელში 16 სექტემბერს დაიკარგა.

ფიფა და უეფა კრძალავენ კარის ბოქლომზე დაკეტვას, სანამ გულშემატკივრები სტადიონზე იმყოფებიან.

„მილანს“ სამი წაგება აქვს სერიას ა-ს 5 ტურში.

„ინტერის“ შემოსავლებმა გასულ სეზონში სარეკორდო 415 მლნ ევრო შეადგინა.

კონტე „ინტერის“ პირველი მწვრთნელია, რომელმაც დანიშვნის შემდეგ სერია ა-ს 5 პირველი თამაში მოიგო.

„ინტერმა“ და „მილანმა“ ახალი სტადიონის ორი პროექტი წარადგინეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები