LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თანაცხოვრების მრავალწლიანი ისტორია: დაუნის სინდრომის მქონე წყვილი ქორწინების 27 წელს აღნიშნავს [ფოტოები]

1259
BeFunky-collage

გარეტი და დიანა ერთმანეთს პირველად 1981 წელს, კოლუმბიაში შეხვდნენ. სკეპტიკურად განწყობილი ადამიანები ვერ წარმოიდგენდნენ, რომ 17 წლის გარეტისა და 19 წლის დიანას ქორწინება 27 წელს გასტანდა.

წყვილის საოცარი სიყვარულის ისტორიას და ბედნიერების ამსახველ ფოტოებს Metro აქვეყნებს.

გარეტი ამბობს, რომ გოგონების ყურადღება არასდროს აკლდა და რამდენიმე შეყვარებულიც ჰყავდა, თუმცა დიანასთან შეხვედრის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა.

,,გარეტმა მისი თმის ფერით მომხიბლა. მეც წითური ვარ. როგორც კი დავიწყეთ მეგობრობა, მალევე ერთმანეთი შეგვიყვარდა, თუმცა ოჯახის წევრები ამას სერიოზულად არ აღიქვამდნენ“- ამბობს დიანა

წყვილმა ქორწილი 1992 წლის 4 ივლისს ვიწრო წრეში გადაიხადა და 40 მეგობარი დაპატიჟა.

,,ძალიან ლამაზი დღე იყო. საზეიმო აღთქმის ტექსტი კარგად დავიმახსოვრეთ და სამარადისო სიყვარული შევფიცეთ ღმერთს“

გარეტი და დიანა აღიარებენ, რომ 38 წლიან ურთიერთობაში როგორც აღმასვლები, ასევე ჩავარდნებიც აქვთ, თუმცა ამბობენ, რომ თავისუფალ დროს ყოველთვის ერთმანეთს უთმობენ და ცდილობენ, ბევრი იმოგზაურონ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები