ქართველი ტრანსგენდერის, ლიზა ქისტაურის გარდაცვალების ფაქტს სოციალურ ქსელში თამუნა მუსერიძე ეხმაურება.
როგორც მუსერიძე წერს, „ასეთი ხალისიანი და ციმციმა ადამიანები ყოველთვის ადრე გვტოვებენ.“
ბელგიის პოლიციამ ქართველი ტრანსგენდერის, ლიზა ქისტაურის დაღუპვა დაადასტურა
„უზომოდ ნიჭიერი ❤️ კეთილი ❤️ თბილი ❤️ როგორი გარდასახვის უნარი ჰქონდა ❤️ იუმორის გრძნობა ❤️ ღმერთო, როგორ უყვარდა სიცოცხლე. ამ ბოლო დროს ყველას ძალიან თბილ მესიჯებს გვწერდა, უცხოებსაც კი, ნეტავ გრძნობდა რამეს?
საქართველოდან სიკვდილს გაექცა და 4 წლის მერე სიკვდილის ხელში აღმოჩნდა.
არადა ზუსტად ასეთი ხალისიანი და ციმციმა ადამიანები ყოველთვის ადრე გვტოვებენ.
დროებით ლიზა. ცხარე ცრემლით ვტირი, ისე განვიცდი შენ გარდაცვალებას. ოდესმე კიდევ შევხვდებით,“ – წერს თამუნა მუსერიძე.