ვანო ჯავახიშვილის გუნდის „ტვ პირველზე“ გადასვლას დიდი ხმაური მოჰყვა სოციალურ ქსელში. მას შემდეგ, რაც ვანომ განაცხადა, რომ „მთავარ არხს“ ტოვებდა, ტელეკომპანიამ საპასუხო განცხადებაში აღწერა ის ვითარება, რაც წინ უძღვოდა ამ გადაწყვეტილების მიღებას.
სოციალურ ქსელებში ვანო ჯავახიშვილის გუნდსაც და „მთავარ არხსაც“ დამცველები გამოუჩნდნენ.
ამ გამოხმაურებების შესახებ წერს „კომედი შოუს“ ერთ-ერთი ცნობილი მსახიობი, თამუნა ლეკვეიშვილიც:
„ძალიან საწყენია, რა განცხადებითაც გამოგვაცილეს „მეგობრებმა“.
ფული მართლა ყველაფერი არ არის!
რა ამბავი ატყდა, „იმედზე“ ხომ არ გადავსულვართ…“
„სრული უნამუსობა და ბოროტებაა“ – ვანო ჯავახიშვილი „მთავარი არხის“ განცხადებას ეხმიანება
მიხარია რომ ვანოს შოუ სატელევიზიო სივრცეში იქნება. სხვანაირად არც შეიძლებოდა: ნანუკა ჟორჟოლიანი