LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამუნა გოდერიძე: „ზოგიერთმა გამოჯანმრთელებულმა პირმა არასწორად გაიგო იზოლაციის წესების შესახებ ცვლილება და ჩათვალა, რომ გამოჯანმრთელებიდან მხოლოდ ხუთი დღე უნდა ატაროს ნიღაბი…“

318
tamunagoderidze

ენდოკრინოლოგი თამუნა გოდერიძე სოციალურ ქსელში ომიკრონის და იზოლაციის ახლად შემოღებული წესების შესახებ განმარტებას აქვეყნებს და წერს:

„ზოგიერთმა გამოჯანმრთელებულმა პირმა არასწორად გაიგო იზოლაციის წესების შესახებ ცვლილება და ჩათვალა, რომ გამოჯანმრთელებიდან მხოლოდ ხუთი დღე უნდა ატაროს ნიღაბი, შემდეგ კი თავისუფალია!

ეს ასე არ გახლავთ:

– კატეგორიულად მკაცრად 5 დღე ნიღბის ტარება ნიშნავს, რომ მას იხსნით მხოლოდ მაშინ, როდესაც მარტო იმყოფებით ოთახში (იმის გათვალისწინებით, რომ სხვა პირთან კონტაქტამდე მოხდება თქვენი სივრცის განიავება), დანარჩენ შემთხვევაში გიკეთიათ!

ნიღაბი უნდა ატაროთ სწორად მორგებული (და არა ცხვირს ქვემოთ) როგორც გარე, ასევე დახურულ სივრცეში, არ შეეხოთ მას (რაც თავისთავად გულისხმობს იმას, რომ წარამარა არ შეისწოროთ) და ხშირად ცვალოთ.

17 იანვრიდან სასწავლო სივრცეები იხსნება, ცხადია განათლების პროცესი არ უნდა შეფერხდეს, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ ბავშვთა პოპულაციაში მკვეთრად მოიმატებს შემთხვევები, ამიტომ სადაც მცირედი რისკფაქტორი მაინც არსებობს, რომელიმე ინდივიდის ჯანმრთელობის თვალსაზრისით, ასეთი მოსწავლე უნდა დარჩეს ონლაინსწავლებაზე.

რეინფიცირების შემთხვევა ხშირია, ინფიცირებულთა შორის ბევრია ორჯერადად და ბუსტერ დოზით ვაქცინირებულიც, თუმცა სიმპტომები საკმაოდ მსუბუქად ვლინდება.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით,  შეიძლება ითქვას, რომ ჩვენს ქვეყანაში კოლექტიური იმუნიტეტი 75%-ზე მეტია, თუმცა კოვიდის გადატანის შემდეგ პოსტკოვიდის სიმპტომები კვლავ დიდხანს დააწვება ტვირთად ჯანდაცვის სისტემას, სადაზღვევო სისტემებს და თითოეული ინდივიდის ცხოვრების ხარისხს.

და მაინც, ექიმები ოპტიმისტურად ვართ განწყობილი და დიდ იმედს ვიტოვებთ, რომ ომიკრონი პანდემიას ზაფხულის პერიოდისთვის უკვე ენდემიად გადააქცევს“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები