LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამთა მეგრელიშვილი: შენი ხელოვნური ცრემლების არავის სჯერა მიხეილ სააკაშვილო

1109
ცრემლებ

საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი საქართველოს მესამე პრეზიდენტის განცხადების კომენტირებისას აღიშნავს,რომ მისი ცრემლების აღარავის სჯერა.

„შენი ხელოვნური ცრემლების არავის სჯერა მიხეილ სააკაშვილო!
არც შენი შეგონება სჭირდება ქართველ ხალხს და მოქმედ სახელისუფლებო გუნდს ვის, სად და როგორ მიაგოს პატივი.

შენ, პოლიტიკურად ჩამორჩენილი აშკარად ინფორმაციულ ვაკუუმში ხარ და წარმოდგენა არ გაქვს, რომ აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულ ხუთ იდენტიფიცირებულ პირს მათ შორის შენ მიერ დღეს ნახსენებ ადამიანს სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში გადაუხადა ქართველმა ერმა.

დიახ, სათანადო პატივი მიაგო ხალხმა,  საქართველოს პრეზიდენტმა, თავდაცვის მინისტრმა, თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა და თავდაცვის ძალების სხვა ხელმძღვანელმა პირებმა.
ხელოვნური ცრემლები შეიმშრალე და თავს კითხე როგორც ქართველი ტიროდი თუ როგორც უკრაინელი?!„. – წერს თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.

1993 წელს აფხაზეთის ომში დაღუპული უკრაინელი სამხედრო, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას შეეწირა, მშობლიურ ქალაქ ლვოვში დღეს დარძალეს.

ის ამ დრომდე უგზო – უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა.

დაკრძალვის ცერემონიალს ესწრებოდა საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ცრემლებს ვერ იკავებდა.

მოგვიანებით კი დაწერა, რომ უკრაინაში სამუშაო ვიზიტით მყოფი ირაკლი ღარიბაშვილი 500 მეტრში იმყოფებოდა და ცერემონიალს არ დაესწრო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები