LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამთა კვარაცხელიას 40 ათასი დოლარი თაღლითებმა წაართვეს: „ის ადამიანი დასაჭერად ვერ გავიმეტე..“

684
თამთა კვარაცხელია

ტელესახე თამთა კვარაცხელია ჟურნალ „სარკესთან“ ჰყვება, როგორ გახდა თაღლითობის მსხვერპლი:

„ჩემი მიზანი იყო, ბინა შემეძინა, სადაც მე და ჩემი შვილი დამოუკიდებლად ვიცხოვრებდით. ამისთვის ვაგროვებდი ფულს და უკვე 40 000 დოლარი მქონდა თავმოყრილი. ჩემი დის მეგობარმა მთხოვა სესხად, ჩვენი მეზობელი იყო და მეც კარგად ვიცნობდი.

ვიფიქრე, მე ჯერ არ მჭირდება, მას კი ხელს გავუმართავ, სიკეთეს გავაკეთებ-მეთქი და ყველანაირი წესის დაცვით, ნოტარიალური დამოწმებით ვასესხე. ამ გოგომ ფული რაღაც კომპანიაში დააბანდა, როგორც შემდეგ აღმოჩნდა, ეს იყო თაღლითების შექმნილი ფინანსური პირამიდა და ჩემი ფული ისევე, როგორც უამრავი სხვა ადამიანის, უგზო-უკვლოდ დაიკარგა.

ვერც ის ადამიანები  ვიპოვე, ვინც ეს თაღლითობა ჩაიდინა. შევიტანე განცხადება შესაბამის ორგანოებში, მაგრამ არაფერი გამოვიდა. ის ხალხი ვერსად იპოვეს. მითხრეს., მაშინ თქვენი ნაცნობი უნდა მივცეთ პასუხისგებაში, რადგან ის არის თქვენთან ანგარიშვალდებულიო. ნამდვილად ვერ გავიმეტებდი დასაჭერად, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მენანებოდა ჩემი ნაშრომი…“

თამთა კვარაცხელია: „ჩვენი ქვეყნისთვის 25 000 ლარი ნამდვილად დიდი რიცხვია, მაგრამ ვადასტურებ, ჩემთვის ამ ოდენობის თანხა კერძო კომპანიას ნამდვილად გადაუხდია…“

თამთა კვარაცხელია „მის ევროპა კონტინენტალის“ კონკურსზე მიიწვიეს: „ავუხსენი, რომ 35 წლის ვარ და არ მაქვს მოდელის პარამეტრები, მაგრამ დამარწმუნეს, რომ ჩემი ყველა მონაცემი აკმაყოფილებდათ…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები