ტელეწამყვანმა თამთა კვარაცხელიამ ჟურნალ „თბილისელებთან“ იტალიაში გამართულ სილამაზის საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობა გაიხსენა და აღნიშნა, რომ მოგებაზე არც უფიქრია ერთი მიზეზის გამო:
„არასდროს მომწონდა იდეა, რომ საზოგადოებაში ჩემი გარეგნობით მომეწონებინა თავი. იქ კი გოგონები მხოლოდ ამას აკეთებდნენ. ვცდილობდი, მომეთმინა და კალენდარს ვუყურებდი, ველოდებოდი, როდის დასრულდებოდა ეს სიგიჟე ჩემს ცხოვრებაში. წუთითაც ვერ წარმომედგინა კონკურსის მოგება და ასეთი ცხოვრების სტილით მომდევნო წლის გატარება, რადგან მოგებულ მისს სააგენტოსთან კონტრაქტზე ხელის მოწერის ვალდებულება ჰქონდა, რომელიც იტალიაში ცხოვრებასა და სააგენტოში მუშაობას ითვალისწინებდა. ამ ეტაპზე ჩემს შვილსა და საქმეს საქართველოში ვერ დავტოვებდი. ასე რომ, დავბრუნდი, იტალიას ერთი კვარაცხელიაც ეყოფა…“