LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამბაქოს სკანდალი: ფინანსთა მინისტრი სასამართლოს ნდობას უცხადებს

51

ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმდომარის ფადი ასლის განცხადებებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, ის აღნიშნულ საქმეს არ იცნობს, შესაბამისად, ყველა მხარეს მოუწოდებს განხილვების დასრულებას დაელოდოს.

“სასამართლოს მიმართ ჩვენი ნდობა საკმაოდ მაღალია. კონკრეტულ საკითხებს არ ვიცნობ. ჩვენ უნდა დაველოდოთ განხილვებს და საბოლოო ჯამში, ვინაიდან ეს არის შეჯიბრებითობის პრინციპი, მივიღებთ შედეგებს და ამის შემდეგ გვექნება კომენტარი”, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

საერთაშორისო სავაჭრო პალატამ დღეს, პროტესტის ნიშნად დროებით, ოფისი დახურა, პარალელურად ფადი ასლის წინააღმდეგ აქციებია დაგეგმილი.

სავაჭრო პალატის პროტესტი საქალაქო სასამართლოს მოსამართლეს ვლადიმერ კაკაბაძეს უკავშირდება. კაკაბაძემ ადგილობრივი მწარმოებლების “თბილისის თამბაქოსა” და “ოჯითის” სარჩელების საფუძველზე სავაჭრო პალატის წევრი კომპანიები თამბაქოს საერთაშორისო ბრენდები British American Tobacco და Philip Morris დაახლოებით 90 მილიონი დოლარით დააჯარიმა. ფადი ასლი დაუპირისპირდა ადგილობრივ მწარმოებლებს და მოსამართლის კორუმპირებულობაზე საუბრობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები