LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამბაქოს მოხმარებით საქართველოში 11 400 ადამიანი იღუპება, აქედან 300 ბავშვია – ლელა სტურუა

175
101322531-1176657589341928-6491440393245163520-n

თამბაქოს მოხმარებით საქართველოში 11400 ადამიანი იღუპება, აქედან 300 ბავშვია. ამასთან, ქვეყანაში თამბაქოს მოხმარებით ყოველი მეოთხე ადამიანი იღუპება, ხოლო 3000-მდე-თამბაქოს პასიური მოქმედებით-ამის შესახებ მის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა, ლელა სტურუამ „ფეისბუქლაივისას“ განაცხადა.

მითია, თითქოს ნიკოტინს კორონავირუსისგან დაცვის უნარი აქვს, პირიქით, თამბაქო ამძიმებს კოვიდინფექციას – ამირან გამყრელიძე

 

„წელს კოვიდპერიოდში ძალიან ბევრმა ინდუსტრიამ შეცვალა თავისი მოქმედება, ბიზნესი. ღვინის და ალკოჰოლური სასმელების ინდუსტრიამ დაიწყო სადეზინფექციო ხსნარების წარმოება, ტექსტილზე და მსუბუქ მრეწველობაზე მომუშავეებმა ნიღბების, მაგრამ თამბაქოს ინდუსტრიამ არაფერი შეცვალა, პირიქით, უფრო გააძლიერა თავისი მარკეტინგული, ლობისტური მოქმედებები. გვესმის, რომ ძალიან ბევრი ქვეყანა, მით უმეტეს დაბალი და საშუალო შემოსავლების ქვეყანა იძულებულია თავისი ეკონომიკური მდგომარეობის გამო გარკვეული შენაწირები მიიღოს თამბაქოს ინდუსტრიისგან, მაგრა ეს უკან არ აგდებს იმ ფაქტს, რომ თამბაქოს მოხმარებით იღუპება 8 მილიონი ადამიანი მსფოლიოში, ხოლო საქართველოში 11400 ადამიანი. ყოველი მეოთხე ადამიანი გვეღუპება თამბაქოს მოხმარებით, 3000-მდე იღუპება თამბაქოს პასიური მოქმედებით, აქედან 300 ბავშვია. ყოველდღე თამბაქოს ინდუსტრიის ხრიკების და მისი ლობისტური ქმედებების გამო გვეღუპება ერთი ბავშვი ქვეყანაში, რაც აბსოლუტურად დაუშვებელია“, – განაცხადა ლელა სტურუამ.

ნუ მოკლავთ ბავშვებს თქვენი ბიზნესისათვის! – დღე თამბაქოს გარეშე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები