LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამაზ მეჭიაური თავდასხმის შესახებ ინფორმაციას და ფოტოს ავრცელებს

94

“ერთიანი საქართველოსთვის” თიანეთის მერობის კანდიდატი თამაზ მეჭიაური, არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებზე თავდასხმის შესახებ, სოციალურ ქსელში ინფორმაციას და ფოტოს ავრცელებს.

როგორც ის წერს, მისი შტაბიდან გასულ პირებს ჟინვალის გზაზე თავს დაესხნენ და მანქანა დაუწვეს.

” ჩვენი შტაბიდან გასულმა არასამთავრობო ორგანიზაცია “ყოფოლი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის” წარმომადგენლებმა მახარე სისაურმა და რამაზ ღვალაძემ, რომლებიც ესწრებოდნენ საარჩევნო პროცესებს, გვაცნობეს რომ მათ ჟინვალის გზაზე თავს დაესხნენ და დაუწვეს მანქანა…
პოლიციას შევატყობინეთ…
ტერორი დაიწყო?
p.s. ნუ გამოვიტანთ ნაჩქარევ დასკვნებს, დაველოდოთ გამოძიებას“, – წერს მეჭიაური სოც.ქსელში.

არასამთავრობო ორგანიზაცია “ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის” წარმომადგენლების ავტომანქანის დაწვის ფაქტზე შსს-მ გამოძიება 187-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.

როგორც შსს-ში განმარტავენ, ამ დროისთვის სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, მათ შორის ხდება იმ ადამიანების გამოკითხვა, ვინც შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები