ანტისაოკუპაციო სამოქალაქო მოძრაობა „ძალა ერთობაშია“-ს ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სოფელ კირბალში რუსი ოკუპანტების მიერ მოკლული, თამაზ გინტურის ავტომობილის ფოტოებს აქვეყნებს, რომელზედაც მისი ინფორმაციით, დაცხრილვის კვალი ჩანს.
ქაცარავა ფოტომასალას facebook-ზე აქვეყნებს და წერს:
[related_news id=”941187″ align=”left”]
„თამაზ გინტურის დაცხრილული მანქანა.“
შეგახსენებთ, რომ 6 ნოემბერს, სოფელ კირბალთან, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, ოკუპანტებმა ცეცხლსასროლი იარაღით საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.
რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ჩადენილი მკვლელობის შესახებ დეტალურად წაიკითხავთ აქ