15 დეკემბერს საქართველოს პარლამენტში ეკონომიკური პოლიტიკისა და რეფორმების ბანაკის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა, სადაც კომპანია ,,დიო’’-ს თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა თამაზ დაუშვილმა სტუდენტებს საქართველოში მიმდინარე ეკონომიკურ რეფორმებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი მოსაზრებები გაუზიარა.
„ღონისძიებამ ძალიან საინტერესოდ ჩაიარა. ჩემთვის სტუდენტებთან შეხვედრა ყოველთვის განსაკუთრებულ ემოციებთან არის დაკავშირებული, ვინაიდან ნამდვილად სასიამოვნოა მათთვის საკუთარი გამოცდილებების გაზიარება სხვადასხვა მნიშვნელოვან თემებზე და ასევე საინტერესოა მათგან უკუკავშირის მოსმენა.
ვფიქრობ აღნიშნული პროექტი დღევანდელი გარემოდან გამომდინარე ძალიან აქტუალურია, რომელიც მიზნად ისახავს ცნობიერების ამაღლებას საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური რეფორმებთან დაკავშირებით. მე კი ჩემი მხრივ, მოხარული ვარ, რომ პროექტში აქტიურად ჩავერთე და ახალგაზრდებს ინფორმაცია როგორც რეფორმების, ასევე თანამედროვე პროფესიების გაცნობასთან დაკავშირებით გავუზიარე.“ – განაცხადა თამაზ დაუშვილმა.
შეგახსენებთ, 9-10 ივნისს თამაზ დაუშვილმა ,,ეკონომიკური პოლიტიკისა და რეფორმების ბანაკი’’-ს ქართველი სტუდენტებისთვის ,,დიო’’-ში ლიდერობისა და ემოციური ინტელექტის მასტერკლასი ჩაატარა.
ზემოთ ხსენებული შემაჯამებელი ღონისძიება კი საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტთან თანამშრომლობით ევროპული ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებითა და USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით განხორციელდა.
(R)