LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამარ ქვარცხავა: „ომიკრონი“ მსუბუქი სიმპტომატიკით მიმდინარეობს სრულად აცრილებში, ხოლო ერთი დოზით აცრილებში საშუალოდან მძიმე სურათით…“

319
kvarcxava

ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი, ეპიდემიოლოგი თამარ ქვარცხავა სოციალურ ქსელში კორონავირუსის ახალ შტამთან, „ომიკრონთან“ დაკავშირებით ვრცელ სტატუსს აქვეყნებს და წერს, რომ აფრიკაში ვაქცინაციის პროცესი ძალიან მნიშვნელოვანია:

„1. თუ მსოფლიო გადაწყვეტს არ აცრას აფრიკა, აუცილებლად მივიღებთ კიდევ ახალ ვარიანტებს!

2. სანიმუშო გამჭვირვალობის, გლობალური კომუნიკაციის მაგალითი, მონაცემთა შეგროვების სწრაფი და მაღალი ხარისხი აჩვენა სამხრეთ აფრიკამ.

3. ჯერჯერობით რასაც სამხრეთ აფრიკელი ექიმები ჰყვებიან, ახალი ვარიანტი შეცვლილ დემოგრაფიას და კლინიკურ სურათს აჩვენებს. ინფექცია ძალიან სწრაფად ვრცელდება, უფრო ხშირია 40 წლამდე ასაკის ახალგაზრდებში (მეტწილად 20-30წ). დამახასიათებელი საწყისი სიმპტომებია: თავის და ტანის ტკივილი, ძლიერი დაღლილობის შეგრძნება. ინტენსიურში მოთავსებული პაციენტებიდან 65% აუცრელია. დანარჩენის 35% -ის უმეტესობა მხოლოდ ერთი დოზით არის აცრილი. მსუბუქი სიმპტომატიკით მიმდინარეობს სრულად აცრილებში, ხოლო ერთი დოზით აცრილებში საშუალოდან მძიმე სურათით. შემთხვევები დაფიქსირდა გერმანიაში (მიუნხენში), პრაღაში, იტალიაში, ბრიტანეთში (ნოტინგემში). ჯერჯერობით არ ჩანს ისრაელში. რთული სიტუაციაა ამსტერდამში. 61 მგზავრს დაუდასტურდა (რაც ძალიან მაღალი ციფრია), მაგრამ კარანტინშია ყველა და მალე გვეტყვიან, რომელ ვარიანტს შეიცავენ.

რომ შევაჯამოთ, დღეისთვის არსებული მონაცემებით, როგორც ჩანს, სრულად აცრა (ჩინურ ვაქცინაზე არ არის ლაპარაკი) იცავს მძიმე და ფატალური კოვიდისგან. ჯერჯერობით არ არის ბევრი შემთხვევა, ამიტომ ბევრ კითხვა პასუხგაუცემელია. ყოველ 2 კვირაში მეტი გვეცოდინება და შეიძლება, ძველი ცოდნაც შეცვალოს. მანამდე ვაგრძელებთ აცრას, ვატარებთ ნიღაბს (ცხვირზეც!) და ვიცავთ დისტანციას.

P.S. ჩინურით აცრილებს ძალიან გთხოვთ, ფაიზერის ბუსტერი გაიკეთეთ და 6 თვეს ნუ მოიცდით… ბოლო დოზიდან 3 თვის შემდეგ! იჩქარეთ“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები