“ვერაფერს ვერ გეტყვით ამ ეტაპზე. რაც შეეხება ქალბატონ თამარ ქალდანს, მე მას დიდ პატივს ვცემ, ის იქნებოდა ძალიან კარგი სახალხო დამცველი,” – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, ჟურნალისტების შეკითხვის პასუხად განაცხადა.
ჟურნალისტები დაინტერესდნენ, სახალხო დამცველის პოსტზე ხომ არ განიხილება თამარ ქალდანის კანდიდატურა.
“კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჯერჯერობით აქტიური კონსულტაციები ამ საკითხზე არ გვქონია მმართველ გუნდში. უახლოეს დღეებში დაიწყება კონსულტაციები და სავარაუდოდ, ნოემბერში პარლამენტი აირჩევს სახალხო დამცველს,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.