ცოტა ხნის წინ მტკვრიდან სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებმა მამაკაცი ამოიყვანეს. ის თამარ მეფის ხიდიდან, სავარაუდოდ, თვითმკვლელობის მიზნით გადახტა.
ამ დროისთვის ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადის გარდა, საპატრულო პოლიციაც იმყოფება.
ფაქტზე გამოძიება უკვე დაწყებულია.