თბილისში, თამარ მეფის გამზირზე, ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი ავტობუსის ძრავს მოეკიდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მეხანძრე-მაშველების ერთი ჯგუფი მუშაობდა და ხანძარი ლიკვიდირებულია.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, სამგზავრო ავტობუსის ძრავი და ნაწილობრივ სალონი დაიწვა.