LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამარ ივერი: „ვინმეს გაქვთ იმის ილუზია, რომ ისეთი პარტია, როგორიც ნაცმოძრაობაა, ან თუნდაც მმართველი პარტია, დიდხანს შეეგუება კოალიციური რეჟიმის თანაბარ პირობებში „თავისთვის ფხაკურს“?

55
tamariveri107

თამარ ივერი სოციალურ ქსელში კოალიციური მტავრობის შექმნის იდეას ეხმიანება და წერს, რომ ქართული ხასიათიდან გამომდინარე, ამგვარი მოდელი ჩვენს ქვეყანაში დიდი ხნით ვერ იმუშავებს.

გთავაზობთ ცნობილი სოპრანოს მოსაზრებას ამ თემაზე:

„კოალიციური მთავრობის ევრომოდელი, რა თქმა უნდა, მისასალმებელია, თუმცა დღევანდელი არსებული რეალობიდან, ვინმეს გაქვთ იმის ილუზია, რომ ისეთი პარტია, როგორიც ნაცმოძრაობაა, დიდხანს შეეგუება კოალიციური რეჟიმის თანაბარ პირობებში „თავისთვის ფხაკურს“? ან თუნდაც მმართველი ძალა.

ვისაც ერთხელ „ლიდერობა“ უწვნევია, ნაკლებად მგონია, რომ შემდგომ „საერთო მაგიდიდან კუკნამ“ მიიზიდოს. ადრე თუ გვიან წითელი „ეენთებათ“, ისევ შეიწოვენ თანამოაზრე პატარა პარტიებს და ისევ მონოპოლიისკენ დაიწყებენ სწრაფვას. ეს არის ჩვენი ისტორიული „ქართული მოდელი“ და ხასიათი, მეგობრებო!..“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები